თეოლოგიის და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტი არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კვლევითი სტრუქტურული ერთეული. ინსტიტუტი დაარსდა მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა გრიგოლ პალამას თეოლოგიისა და ფილოსოფიის საერთაშორისო ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის ( 2019 წლის 19 აგვისტოს).
ინსტიტუტის მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ქუჩა კ. ქუთათელაძე #3.
ინსტიტუტის ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ინსტიტუტის დირექტორი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა ბარნოვი
ინსტიტუტის ვებ-გვერდი http://bit.do/palamainstitutesabauni
საკონტაქტო ინფორმაცია: +995557764861
ინსტიტუტის მიზნებია:
- წვლილი შეიტანოს თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევების საქმეში და დაამყაროს აკადემიური კავშირები საქართველოს, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან;
- განვითარების სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების ხელშეწყობა და სწავლების გაფართოება;
- უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების ეფექტიანად წარმართვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
- კვლევითი, საგანმანათლებლო-საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით და გრანტით.
ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- თეოლოგიასა და ფილოსოფიაში კვლევითი და საგანმანათლებლო სამუშაოების განხორციელება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
- კვლევითი და საგანმანათლებლო კონტაქტების დამყარება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ორგანიზაციებთან;
- საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოების შესრულება დაკვეთით და გრანტით;
- მთარგმნელობითი საქმიანობა;
- საგამომცემლო საქმიანობა;
- სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო ღონისძიების (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია, საჯარო შეხვედრა და სხვ.) ჩატარება;
- სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო, პრაქტიკულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია, საჯარო შეხვედრა და სხვ.) მონაწილეობის მიღება.
ინსტიტუტის წევრები:
ვაჟა ვარდიძე, თეოლოგიის დოქტორი (მიუნსტერის უნივერსიტეტი) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი;
გოჩა ბარნოვი, თეოლოგიის დოქტორი (ათენის უნივერსიტეტი) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
თეიმურაზ ბუაძე, თეოლოგიის დოქტორი (ფრიბურგის უნივერსიტეტი) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი (თსუ) - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ანდრეა ზახარიუ, თეოლოგიის დოქტორი (ათენის უნივერსიტეტი) - თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
ალექსანდრე გაბუნია, თეოლოგიის მაგისტრი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი), კომუნიკაციის საერთაჭორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
საბა კევლიშვილი, თეოლოგიის მაგისტრი (ფრიბურგის უნივერსიტეტი)
ნოდარ ბარათაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ფრიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრანტი;
ნიკოლოზ ღონღაძე, თეოლოგიის მაგისტრი (თბილისის სასულიერო აკადემია), ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი;
დავით ნებიერიძე, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი;
დავით ზაზაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;
გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
ივანე შოშიაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;
გიორგი გეგუჩაძე, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;
გიორგი ხუბულური, თეოლოგიის ბაკალავრი, ფრიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრანტი;
გიორგი ნადირაშვილი, თეოლოგიის ბაკალავრი, ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი;
თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
ანდრეა ზახარიუ (თავმჯდომარე)
ვაჟა ვარდიძე
გოჩა ბარნოვი
თეიმურაზ ბუაძე
დიმიტრი გეგენავა