გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 11 თებერვალი
ქვეყანა: საქართველო
შესრულების ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. №40
კონტრაქტის დასახელება: სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა
დამკვეთი: შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
- შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები;
- სამშენებლო სამუშაოები მოიცავს რკინა-ბეტონის სამუშაოებს (ე.წ. შავი კარკასი). განაშენიანების სავარაუდო ფართობი: 825.35 კვ.მ; სავარაუდო საერთო ფართობი: 3553.3;
- სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმალების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდია 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით;
- სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
- პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
ა) უნდა გააჩნდეთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2017, 2018, 2019);
ბ) უნდა გააჩნდეთ საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 2 000 000 მილიონი ლარის ოდენობით (2017, 2018);
გ) ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
- დაინტერესებულ პირებს სატენდერო განცხადების გაცნობა, ასევე ობიექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ელექტრონულად საიტიდან sabauni.edu.ge
- პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია და სამშენებლო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა ქაღალდის ვერსიის სახით მისამართზე: კ. ქუთათელაძის ქ. №3, კანცელარია ან/და ელექტრონული ვერსია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ;
- არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
- დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
- ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს უმცირეს ფასს;
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2019 წლის 01 მარტი;
- პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 11 მარტი;
შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის ანალიზი
საერთო საცხოვრებლის კონსტრუქცია
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ უნივერსიტეტის კანცლერს, ვ. სახელაშვილს: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., 577347717, 2422242(107)
შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი: 204426834
მის: თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ.№3
ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელეფონი: +99532 2422242