აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

    • სპეციალობა: სოციოლოგია
      მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციოლოგიის ბაკალავრი
    • კოდი ცნობარში: 0880105
      სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
      სწავლების ენა: ქართული
      წლიური გადასახადი: 2250 ლარი
      პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
      მისაღები კონტიგენტი: 40
    • პროგრამის ხელმძღვანელი: პოლონელი პროფესორი კატარჟინა ლიდია ლენარდ-კლოში და სოფიკო მეტრეველი
    • სტატუსი: მიმდინარეობს წარმოება

სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს:
(A) შესძინოს სოციოლოგიის საფუძვლებისა და ძირითადი თეორიების, ასევე, სოციოლოგიის სხვადასხვა აქტუალური მიმართულების შესახებ ფართო თეორიული ცოდნა;
(B) განუვითაროს სოციოლოგიური პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების, აგრეთვე, ეფექტური კომუნიკაციის, სოციოლოგიის მიმართულებით ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი;
(C) ჩამოუყალიბოს სოციალური კვლევის პრაქტიკული და სოციოლოგიის თეორიის პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
(D) სოციოლოგიის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
(E) მისცეს სოციოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ და თანამედროვე თემაზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარჩვევები, სოციოლოგიური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.