- სპეციალობა: ფსიქოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის ბაკალავარი - კოდი ცნობარში: 0880104
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2250 ლარი
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
სწავლების ენა: სწავლების ენა ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით - მისაღები ადგილების რაოდენობა: 50
- პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ქობულაძე
- სტატუსი: მიმდინარეობს წარმოება
ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
(A) გააცნოს ფსიქოლოგიის არსი; ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების ისტორია; თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითადი მიგნებები და გამოწვევები.
(B) შესძინოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა ქვედარგის (პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია) შესახებ ფართო თეორიული ცოდნა;
(C) გამოუმუშავოს ფსიქოლოგისთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული, მათ შორის კვლევითი უნარ-ჩვევები; ამასთანავე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების და ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
(D) გამოუმუშავოს ფსიქოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტიანად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
(E) ჩამოუყალიბოს პროფესიული საქმიანობისას ეთიკის პრინციპების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის, ცოდნის მუდმივი განახლების, კომპეტენციების სრულყოფისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პასუხისმგებლობა.
ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.