პოლიტიკის მეცნიერება

  • სპეციალობა: პოლიტიკის მეცნიერება
    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავარი
  • კოდი ცნობარში: 0880107
    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
    სწავლების ენა: ქართული
    წლიური გადასახადი: 2250 ლარი
    პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
    სწავლების ენა: სწავლების ენა ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით
  • მისაღები ადგილების რაოდენობა: 40
  • პროგრამის ხელმძღვანელი: ეკა დარბაიძე
  • სტატუსი: მიმდინარეობს წარმოება

  • პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
  • (A) ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის მქონე პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტების, საჯარო მოხელეებისა და სხვა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე კადრების მომზადებას:
  • (B) კურსდამთავრებულმა შეძლოს პოლიტიკური ინსტიტუტების მახასიათებლების, პოლიტიკური აქტორებისა და მათი ქცევის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, გაანალიზება და შეფასება;
  • (C) კურსდამთავრებულები აღჭურვოს პოლიტიკური საქმიანობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ინსტრუმენტებით, რაც დაეხმარება მათ იკვლიონ, შეიმუშაონ და მართონ პოლიტიკური პროცესები სხვადასხვა სამთავრობო და ადმინისტრაციულ ორგანოში;
  • (D) კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები, პოლიტიკური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.

 

საბაკალავრო პროგრამა

ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.