ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სტუდენტებისა აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამაზე. გაცვლითი პროგრამა გულისხმობს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით, კერძოდ:
სტუდენტების მობილობა: სწავლა უცხოეთის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტის მიერ დაგროვილ კრედიტებს აღიარებს გამგზავნი უნივერსიტეტი;
აკადემიური პერსონალის მობილობა: მობილობაში მონაწილე პერსონალი ვალდებულია ჩაატაროს 4-8 საათი სალექციო კურსი მასპინძელ უნივერსიტეტში. მობილობის ხანგრძლივობა 5 დღე (7 დღე მგზავრობის დღეების ჩათვლით);
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა: მიმღებ უნივერსიტეტის კოლეგებისაგან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის გაგზავნა. მობილობის ხანგრძლივობა 5 დღე (7 დღე მგზავრობის დღეების ჩათვლით);
აუცილებელი მოთხოვნები:
- აპლიკანტი სტუდენტი უნდა იყოს საბაუნის საბაკალავრო ან სამაგისტრო სწავლების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (მობილობაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურის პირველ და ორივე საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს);
- აპლიკანტი პერსონალი უნდა იყოს საბაუნის აფილირებული პერსონალი;
- ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება (სტუდენტი);
- ფლობდეს ინგლისურ/ფრანგულ ენას;
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- CV
- აკადემიური მოსწრების ბარათი (სტუდენტი)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, საშუალოდ 500 სიტყვა)
- უცხო ენის (B2 დონე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება-გასაუბრება ადგილზე - სტუდენტებს).
- უცხოეთის პასპორტის ქსერო ასლი
- ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (სტუდენტებისათვის) (ქართულ ენაზე)
- პარტნიორ უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სალექციო კურსის თეზისები (მხოლოდ აკადემიური პერსონალისათვის)
გთხოვთ გაითვალისწინოთ: სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ /ფრანგულ ენაზე და მობილობის პერიოდში სტუდენტმა უნდა გაიაროს არაუმცირეს 24 კრედიტის შესაბამისი სასწავლო კურსი.
აკადემიურ პერსონალს ევალება 4-8 სალექციო კურსის გამართვა მიმღებ უნივერსიტეტში (საათების რაოდენობა დამოკიდებულია მასპინძელ უნივერსიტეტზე)
ვადები:
26 სექტემბერი - 27 ოქტომბერი (22 ოქტომბერი აკადემიური პერსონალისათვის) - საბუთების მიღება
28-30 ოქტომბერი - ტესტირება
1 - 5 ნოემბერი - კანდიდატების შერჩევა და შედეგების გამოქვეყნება
შერჩევის კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება - 30 ქ%
ინგლისური ენა - 40 %
მოტივაცია - 30 %
შენიშვნა1: თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან.
პარტნიორი უნივერსიტეტები და დაგეგმილი მობილობები
- იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი - სამართალის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, სამუშაო ენა - ინგლისური
- ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი - თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, სამუშაო ენა - ფრანგული
- იოანე პავლე მეორის კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი - აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალი, სამუშაო ენა - ინგლისური, პოლონური
- ლოძის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი - აკადემიური პერსონალი
- ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი, პოლონეთი - აკადემიური /ადმინისტრაციული პერსონალი
- რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი - აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალი
ინგლისურ ენოვანი საგნების ჩამონათვალი ლუბლინის კათლიკურ უნივერსიტეტში
გთხოვთ საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის გარეშე ნუ დაუკავშირდებით მასპინძელ უნივერსიტეტს.
საბუთების მიღება წარმოებს 27 ოქტომბრის ჩათვლით, რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები უნდა გადმოიგზავნოს ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ რომელ უნივერსიტეტში გსურთ ერასმუს+ ით მონაწილეობის მიღება. კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ.ფოსტაზე ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში, 407-ე ოთახში.
საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით გაიმართება 2 ოქტომბერს, 18:00 საათზე 404-ე აუდიტორიაში
გისურვებთ წარმატებებს!