26 აპრილი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ჟურნალი „ორბელიანი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეორე ნომრისთვის (N2, 2020)
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ჟურნალი „ორბელიანი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეორე ნომრისთვის (N2, 2020). სტატიები მიიღება შემდეგი მიმართულებით:
· თეოლოგია და რელიგიის კვლევები
· ჰუმანიტარული მეცნიერებები
· სამართალი
· ბიზნესი, ტურიზმი და ეკონომიკა
· სოციალური მეცნიერებები
· პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
 
სტატია უნდა ეხებოდეს თანამედროვე და აქტუალურ პრობლემას. შესაძლებელია თარგმანებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიმოხილვის წარმოდგენაც. თითოეულ სტატიას უნდა დაერთოს აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვა) და საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 7) ქართულ და ინგლისურ ენებზე, ბიბლიოგრაფია.
 
ფორმალური მოთხოვნები:
დოკუმენტის ტიპი: MS Word
მინდვრები: 2-2-2-2 სმ
აბზაცებს შორის სივრცე: 0
ხაზებს შორის სივრცე: 1.15 (სქოლიოში - 1.0)
შრიფტი: სილფაინი, 11 (სქოლიოებისთვის - 9)
გვერდების რაოდენობა: 10-12
წყაროთა დამოწმება: კიდური აღნიშვნებით (ე.წ. footnote)
ფორმალური მოთხოვნების დარღვევით მიღებული სტატიები არ განიხილება.
სტატია გაივლის ორმაგ რეცენზირებას და დადებითი რეცენზიების მიღების შემთხვევაში, სტატია დარედაქტირდება და დაიბეჭდება ჟურნალში.
 
მნიშვნელოვანი თარიღები:
სტატიების მიღების დასრულება: 26 აპრილი (orbelianijournal@sabauni.edu.ge)
სტატიების რეცენზირება: 27 აპრილი - 1 მაისი
პასუხი სტატიის დასაბეჭდად მიღების/არმიღების თაობაზე: 1-8 მაისი
რედაქტირება: მაისი
დაბეჭდვა: ივნისი
 
ლიტერატურული წყაროს მითითებისას, როგორც სქოლიოში, ისე ბიბლიოგრაფიაში (გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში) დაცული უნდა იქნას შემდეგი სტილი:
ა. სტატია: გვარი, სახელის ინიციალი, სტატიის სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება, ნომერი (ტომი), წელი, გვერდი (წელი და გვერდი მიეთითება მხოლოდ ციფრებით, „წ.“ და „გვ.“-ის გარეშე). (მაგ.: 1. მაჭავარიანი ს., უწყებრივი
ქვემდებარეობისა და განსჯადობის პრობლემა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ჟურნ. „მართლმსაჯულება“, N2, 2017, 186.).
ბ. წიგნი:
ბ.ა. გვარი, სახელის ინიციალი, წიგნის სრული სათაური. გამოცემის ადგილი (ადგილის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში - გამომცემლობა), წელი, გვერდი (წელი და გვერდი მიეთითება მხოლოდ ციფრებით, „წ.“ და „გვ.“-ის გარეშე). (მაგ.:მელქაძე ო., დვალი ბ., სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში, თბილისი, 2000,
68.).
ბ.ბ. სტატიათა კრებულის შემთხვევაში - გვარი, სახელის ინიციალი, სტატიის სათაური, წიგნის სრული სათაური, რედაქტორი, გამოცემის ადგილი (ადგილის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში - გამომცემლობა), წელი, გვერდი (წელი და გვერდი მიეთითება მხოლოდ ციფრებით, „წ.“ და „გვ.“-ის გარეშე) (ჯავახიშვილი პ., საქართველოს
პრეზიდენტის ვეტოს ნორმატიული მოწესრიგების ანატომია, წიგნში: კონსტიტუციონალიზმის 800 წელი, დ. გეგენავას და პ. ჯავახიშვილის რედაქტორობით, თბილისი, 2017, 214.)
ბ.გ. ინფორმაციის გლობალური ქსელი: ვებ–გვერდის დასახელება სამკუთხა ფრჩხილებში, უკანასკნელად გადამოწმებისთარიღი – რიცხვი, თვე, წელი, მიეთითება ციფრებითა და რიცხვებით ოთხკუთხა ფრჩხილებში (მაგ.,<washingtonpost.com/news> [12.10.2017].)