შიდა მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის:
2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის გამოყოფილია შემდეგი ადგილები:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
2 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
7 |
3 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
7 |
4 |
ბაკალავრიატი |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
5 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
4 |
ჩარიცხვის ვადები:
- საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 22 აგვისტო-06 სექტემბრი
- აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 09-12 სექტემბრი
- ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 13 სექტემბერი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
საბუთების მიღება წარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3