სტუდენტური შეღავათები

მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სწავლების დისტანცურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გარკვეული სახის შეღავათი შესთავაზა სტუდენტებს, მათ შორის,  შუალედური გამოცდებისა და აქტივობების აღდგენა, შუალედურ შეფასებაში მიღებული ქულების გაუმჯობესება, ინტერნეტ რესურსებითა და შესაბამისი ტექნიკით მხარდაჭერა, გარკვეული ფინანსური შეღავათი და სხვ. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით კი, საბაუნი მზად არის, მოქმედ სტუდენტებს შესთავაზოს ისეთი ფინანსური შეღავათები, როგორებიცაა:

სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი; 

(ყველა სტუდენტს ექნება საშუალება, შეადგინოს გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი საბაუნის ფინანსურ სამსახურთან შეთანხმებით)

წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;

(ყველა სტუდენტს ექნება საშუალება, სწავლის წლიური გადასახადი განაწილადოს 10 ნაწილად აკადემიური წლის მანძილზე)

ერთი სავალდებულო საგნის დამატებით უფასოდ გავლის საშუალება;

(ყველა სტუდენტს ექნება საშუალება, 30 კრედიტს მიღმა, განმეორებით გაიაროს  შემოდგომის სემესტრში შემოთავაზებული სავალდებულო საგნებიდან ერთ-ერთი (შეღავათი ეხება ჩარჩენილ საგნებს)

20%-იანი ფასდაკლება ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე მეორე სემესტრიდან 1 წლის მანძილზე;

(ყველა სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით საბაუნის საერთო სტუნდეტურ საცხოვრებელში ერთი სასწავლო წლის მანძილზე)

10%-იანი ფასდაკლება საბაუნის მაგისტრატურაზე ჩაბარების შემთხვევაში;

(ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლას გააგრძელებს საბაუნის მაგისტრატურაში, ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით სწავლის წლიურ გადასახადზე)

20%-იანი ფასდაკლება საბაუნის ბაკალავრიატისგან განსხვავებული მიმართულებით მაგისტრატურაზე ჩაბარების შემთხვევაში;

(ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლას გააგრძელებს საბაუნის ბაკალავრიატის საფეხურისგან განსხვავებულ მიმართულებაზე საბაუნის მაგსტრატურაში, ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით სწავლის წლიურ გადასახადზე)

სარეგისტრაციო ვადებსა და შეღავათებით სარგებლობის პირობებზე გეცნობებათ მოგვიანებით.

 

სრულად

13  მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტმა ჩაატარა ელექტრონული კონფერენცია და პანელურ დისკუსიათა ციკლის შემაჯამებელი  შეხვედრა თემაზე COVID 19: ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის ასპექტები. 

კონფერენცია პანელურ დისკუსიათა ციკლის: Covid 19-ის გაოწვევები საქართველოში დასკვნითი ნაწილი იყო, რომელიც ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტმა კონფერენციის სახით დაასრულა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.  შეხვედრას ესწრებოდნენ  სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. გაანალიზდა და შეჯამდა პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე,  განხილულ იქნა გამოწვევები და სამომავლო განვითარების მიმართულებები გლობალური და ლოკალური კონექსტით. პროფესორებმა დეტალურად მიმოიხილეს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ჩართვის პერსპექტივები, დასაქმების, ინვესტიციების საკითხები, განიხილეს სოციალური პასუხისმგებლობლობის, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის  როლი და მნიშვნელობა პოსტკრიზისულ სიტუაციებში. აქცენტი გაკეთდა გლობალურ  ეკოლოგიურ საკითხებსა და ტურიზმის ახალი პროდუქტების განვითარების მნიშვნელობაზე  რეგიონული ასპექტით.   შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საკითხებისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ხაზი გაესვა მსგავსი შეხვედრების და განხილვების  ჩატარების მნიშვნელობას და დაიგეგმა სამომავლო პროექტები.

 

 

 

სრულად
ჟურნალ „დიალოგის“ 2020 წლის პირველი ნომერი

გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების ჟურნალ „დიალოგის“ 2020 წლის პირველი ნომერი. ჟურნალი „დიალოგი“ 2004 წლიდან გამოიცემოდა, 2019 წელს განახლდა ჟურნალის კონცეფცია და გამოცემა.

ჟურნალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სრულად

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2020 წლის 23 აპრილს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

სამართლის ფაკულტეტი

სამოქალაქო საპროცესო სამართლისა და დავის ალტერნატიული გადწყვეტის საშუალებების მიმართულებით (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) -  ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.

ძველი ქართული სამართლის, საეკლესიო სამართლისა და სამართლის ისტორიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.

საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მოწყობის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ინტერდისციპლინური ჰუმანიტარული მეცნიერებების, თარგმანისა და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით) - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.

ძირითადი კრიტერიუმები:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

დამტებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
  • სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • ფოტოსურათი (3×4 -ზე, ელექტრონულად)
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
  • კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შენიშვნა:უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  • ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი

საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 23 აპრილიდან, 25 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს  2020 წლის 28 მაისიდან.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის  01 ივნისამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

დამატებითი ინფორმაცია:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.

განსაზღვრულ ვაკანსიებზე წარმოსადგენია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მენეჯერს (ი.წულაია)  ტელ: 577350010, ელექტრონული ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სრულად
                 სამართლის მეთოდები N3-2019
 
გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მეთოდები“ (N3-2019)
ჟურნალში გაეცნობით:
 
  • გუსტავ რადბრუხი - ვოლფგანგ ფრიდმანი, თამარ ჯანიკაშვილისა და ლაშა ლურსმანაშვილის თარგმანი
  • მოსამართლე ჰოლმსის წვლილი სამართლის მეცნიერებაში - როსკო პაუნდი, დიმიტრი გეგენავას თარგმანი
  • რა არის „სამართლის სოციოლოგია“? - ნ.ს. ტიმაშევი, სოფიკო მეტრეველის თარგმანი
  • მიშელ მუსხელი და გაერთიანებული ევროპის კონცეფცია - გვანცა გუგეშაშვილი
  • ნორმის განსაზღვრულობის პრინციპის სამართლებრივი ასპექტები - ნათია მამუკაშვილი
  • CONTRA LEGEM ინტერპრეტაცია: ერთი საინტერესო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრაქტიკიდან - მაკა ფარცვანია
  • ნამცხვარი, ქორწინება და კოლორადოს სამოქალაქო უფლებათა კომისია: სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი - მარიამ გაგოშიძე, ნინო მუხადგვერდელი
  • კანონის იურიდიული ბუნება - იროდიონ სურგულაძე

ჟურნალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

სრულად

 

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ დაინტერესებულ  პირს შეუძლია საკუთარი შენიშვნების და მოსაზრებების გადმოგზავნა წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

შენიშვნები მიიღება ერთი კვირის განმავლობაში, 17 აპრილის ჩათვლით.

შრომის შინაგანაწესის პროექტი

სრულად

 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გახდა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA – European Law Faculties Association) წევრი.

ELFA-ს მთავარი მიზანი არის ევროპაში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება, რისთვისაც ეს ორგანიზაცია კოორდინაციას უწევს ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმირების პროცესს, ნერგავს სიახლეებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას ევროპულ უნივერსიტეტებს შორის, ასევე სამართლის ფაკულტეტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ პროფესიულ ასოციაციებს შორის. ორგანიზაცია აერთიანებს მსოფლიოს 49 ქვეყნის 150-ზე მეტ წევრს.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

სრულად

 

საბაუნი, ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულყოფილად გადავიდა დისტანციური მუშაობისა და სწავლების რეჟიმზე.

ყველა საჭირო კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია ონლაინ.  სამსახურების მუშაობის განრიგი და საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გარდა ამისა, უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის თარიღი (15 აპრილი) სემესტრის ბოლომდე გადაწია. სტუდენტებს გადახდის ახალი თარიღი სწავლის ჩვეულ რეჟიმში განახლებასთან ერთად ეცნობებათ.

კიდევ ერთი სიახლე, არა მხოლოდ საბაუნის სტუდენტებისთვის: წიგნის "შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში" ელექტრონული ვერსია ამიერიდან ხელმისაწვდომია ყველასთვის.
 
ვაცნობიერებთ, რომ ეს წიგნი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა, არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ საქართველოს ბევრი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც. შესაბამისად მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა ამიერიდან შეგეძლებათ ბმულზე.
 

 
სრულად

 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სააუდიტორო მეცადინეობებს 1 აპრილამდე აჩერებს.

16 მარტიდან სასწავლო პროცესი გადადის ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების რეჟიმზე.
ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები, სილაბუსების შესაბამისად, მიიღებენ ლექციების ვიდეოვერსიების, დამხმარე მასალებსა და ლექციების ძირითად თეზისებს.
სააუდიტორო მეცადინეობების განახლების შემდეგ დამატებით ჩატარდება კონსულტაციები და დაიწყება სასემინარო მეცადინეობები.
დეტალური ინფორმაცია დაიგზავნება სასწავლო ბაზის საშუალებით.

სრულად

 

2020 წლის 24 იანვრის №10-20 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი საკონკურსო კომისიის (ბრძ. №25-20; 02.03.2020; ოქმი №01-20; 04.03.2020), გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 04 მარტის №29-20 ბრძანებით დაინიშნონ აკადემიურ თანამდებობაზე:

მარიამ ხოფერის - არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სამართლის ისტორიის, რომის სამართლისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით, აფილირების პირობით;
გვანცა გელიაშვილი – არჩეულ იქნა ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, ბიზნესისა და ტურიზმის ინტერდისციპლინური საგნების (ქართული და ინგლისურენოვანი) მიმართულებით.
კატარჟინა ლიდია ლენარტ-კლოში – არჩეულ იქნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებით (ინგლისურენოვანი საგნებისა და საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობისთვის)

 

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018