21 თებერვალი
ლიტვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საბაუნიში

2018 წლის 21 თებერვალს საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი მიქანაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, შორენა პარუნაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ლიტვის, კლაიპედას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობაზე და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის პერსპექტივაზე. საბაუნი კლაიპედას უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს ტურიზმის მიმართულებით და თანამშრომლობის ფარგლებში საბაუნის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ისწავლონ კლაიპედას უნივერსიტეტში, როგორც ერასმუს+ საგრანტო პროგრამით, ასევე გაცვლითი პროგრამით, მონაწილეობა მიიღონ მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში და გაიმრავალფეროვნონ სტუდენტური ცხოვრება.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი, რომელსაც ხელს უნივერსიტეტების რექტორები აწერენ.
კლაიპედა ლიტვის სიდიდით მესამე ქალაქია, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. კლაიპედას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი, თუმცა განვითარებადი უნივერსიტეტია, რომლის ერთ-ერთ წამყვან დარგს სწორედ ტურიზმი წარმოადგენს.