რიგით მესამე სტიპენდიის გადაცემა ,,საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორების“ სახელით საბაუნის სტუდენტებისთვის !!!
,,საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორების“ სახელით უკვე მე-3 წელია საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ჯილდოვდებიან სტიპენდიით.
საადვოკატო ბიურო ,,მიგრიაული და პარტნიორების“ მიერ დაწესებული 2 სტიპენდიისათვის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებიდან, გამოვლინდა საუკეთესო 2 სტუდენტი.
სტუდენტების შერჩევა მოხდა რეიტინგული სიიდან, უნივერსიტეტის მიერ გაცემულ სახელობით სტიპენდიანტთა სიის მიღმა დარჩენილი 4 სტუდენტიდან, რომლებსაც კერძო სამართლის მიმართულებაში მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ. საბოლოო გადაწყვეტილებით, საადვოკატო ბიურო ,,მიგრიაული და პარტნიორების“ სტიპენდია მოიპოვეს შემდეგმა სტუდენტებმა: მხეიძე მარიამმა და შორენა ქადიძემ
23 ნოემბერს ,,საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი პარტნიორი როინ მიგრიაული შეხვდა სტიპენდიანტებს, მიულოცა წარმატება და გადასცა სერთიფიკატები.
სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას- თვეში 70 ლარის ოდენობით.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბატონ როინს თანამშრომლობისთვის, სტუდენტებისთვის სტიპენდიის გადაცემისა და მათი სწავლის წახალისებისთვის !