საბაუნის პროფესორები და ადმინისტრაციის წევრები ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ) ერთკვირიან ლიდერობის პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ამასთან ერთად, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ ნანოვიკის ევროპული კვლევების ინსტიტუტის კვლევითი სტიპენდია მოიპოვა, რომელიც შეეხება შტატისა და ფედერაციის ურთიერთობის თანამედროვე დინამიკას და უზენაეს (საკონსტიტუციო) სასამართლოებს აშშ-სა და ევროპაში.

პროფესორი გიორგი გორაძის შეფასებით ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით.

"კვლევის არსია, რა გავლენას ახდენენ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებები ფედერალურ ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტს შორის ურთიერთობებზე და როგორია ამ ურთიერთობების დინამიკა თანამედროვე ეტაპზე, ანუ ფედერაციები მიდიან უფრო დეცენტრალიზაციისაკენ თუ ცენტრალიზაციისაკენ. ვფიქრობ, აღნიშნული კვლევა ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია. რაც შეეხება ერთ კვირიან კურსს, ეს ჩემთვის არის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომ უშალოდ ამერიკელ პროფესორებთან ერთად განვახორციელო სამეცნიერო კვლევა, რომელიც იქნება ჩემი დაგეგმილი წიგნის ნაწილი."

სრულად
 
 

გამოიცა ჟურნალი „ორბელიანი“, N1, 2019 | ჟურნალში გაეცნობით სტატიებს: 

  • - ეპისკოპოსი მარკუს შოხი, რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
  • - საპატრიარქო და სინოდური ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური სტატუსის მინიჭებისათვის, ბერძნულიდან თარგმნა ირინე გარაყანიძემ
  • - გიორგი უსტიაშვილი, ნინო ქათამაძე, პარტნიორთა შეთანხმების პრაქტიკული საკითხები
  • - ლიკა კობალაძე, მორიგებისა და სასამართლო მედიაციის ინსტიტუტების თანაარსებობა სამოქალაქო პროცესში
  • - გიორგი გორაძე, არაკონსტიტუციური საკანონმდებლო უმოქმედობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიკონსტიტუტიური კონსტიტუცია
  • - ბერნჰარდ შლინკი, საკონსტიტუციო სუბიექტი და მისი იდენტობა: ჩემი გერმანული გამოცდილება, ინგლისურიდან თარგმნა დიმიტრი გეგენავამ
  • - ნაზიბროლა ჩინჩალაძე, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების გადაკვეთის წერტილები
  • - ჯონ მეარშეიმერი, ძალა და შიში დიდი სახელმწიფოების პოლიტიკაში, ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ჯავახიშვილმა

ელექტრონულად ჟურნალის ნახვა შეგიძლიათ ლინკზე

სრულად

 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გახდა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის წევრი.

შესაძლებლობა გვაქვს, ვისარგებლოთ უმსხვილესი ელექტრონული სამეცნიერო ბაზებით - "ელექტრონულ ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – eIFL გამოვიყენებთ შემდეგ ელექტრონულ სამეცნიერო რესურსებს:

  1. Cambridge Journals Online - https://www.cambridge.org/core
  2. Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books - https://www.elgaronline.com/
  3. Edward Elgar Publishing Journals - https://www.elgaronline.com/
  4. SAGE Journals - https://journals.sagepub.com
  5. IMechE Journals - https://uk.sagepub.com/en-gb/eur/IMEchE
  6. Royal Society Journals Collection - https://royalsociety.org/journals/
  7. e-Duke Journals Scholarly Collection - https://read.dukeupress.edu/
  8. Mathematical Sciences Publishers Journals - https://msp.org/
  9. Openedition Journals - https://www.openedition.org

პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობა ღია წვდომის ელექტრონულ რესურსებში - უფასოდ:

  1. SAGE APCs for Open Access Journals - https://eifl.net/apcs/sage-apcs-open-access-journals; https://docs.google.com/spreadsheets/d/1eFXf57jkkRonpFK3kCiIcTCI1BbOZbxm5dUaoRXwP0E/edit#gid=0
  2. De Gruyter APCs for open access publishing - https://eifl.net/apcs/de-gruyter-apcs-open-access-publishing; https://docs.google.com/spreadsheets/d/1uas8IkAWX6T_uLap2PbWnZ18QHaZlaO3LKwwNdjY2eI/edit#gid=0

50% ფასდაკლებით:

  1. Edward Elgar Publishing APCs for open access publishing - https://eifl.net/apcs/edward-elgar-publishing-apcs-open-access-publishing; https://docs.google.com/spreadsheets/d/1WtL39geVr5wR_x-aP_sHNO9qh4KxxB1Py8kWBwTgTK4/edit#gid=0
  2. Taylor & Francis APCs for open access journals - https://eifl.net/apcs/taylor-francis-apcs-open-access-journals; https://docs.google.com/spreadsheets/d/1aANWO0xoYueY6Q_LQaQYfN7_uA4XYpahL9GZLeRqnVc/edit#gid=0
სრულად
ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი

2019 წლის 16-20 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში ნიკოლაოს კოპერსნიკის ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორს, პიოტრ სიემიატკოვსკის უმასპინძლა, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები თემაზე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ფინანსური უსაფრთხოება ევროზონის გარეთ, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა.   

ლექციების გარდა, პოლონელ პროფესორს შეხვედრები ჰქონდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. გოჩა ბარნოვთან და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. თამთა მიქაბერიძესთან. შეხვედრებზე გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების ორ ინსტიტუციას შორის, როგორც ერასმუს+ ის, ასევე სხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

„Erasmus+ პროგრამა ძალიან კარგი საშუალებაა ინსტიტუციების, კოლეგების და ერების ერთმანეთთან დასაახლოებლად, მე ამ მობილობით შევიძინე ახალი კოლეგები, რომლებთანაც უკვე დავგეგმეთ სამომავლო გეგმები. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მონაწილე პირების კარიერულ განვითარებას და ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს (სტუდენტების შემთხვევაში)“ - აღნიშნა მობილობის დასრულების შემდეგ პროფ. სიემიატკოვსკიმ.

თამთა მიქაბერიძე - „ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, პროფესორი სიემიატკოვსკის აქვს საკმაო დიდი გამოცდილება ეკონომიკის მიმართულებით და არის რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედაქციის წევრი. მასთან შეხვედრის შემდეგ, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტსა და ტორუნის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და უსაფრთხოების ფაკულტეტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება სამეცნიერო მიმართულებით, კერძოდ, საბაუნის განვითარების კვლევების ინსტიტუტსა და ტორუნის საერთაშორისო კვლევის ჟურნალს შორის კვლევითი მიმართულების გაძლიერებას, ასევე, ჩვენი პროფესურის ჩართვას სარედაქციო და შემფასებელ კოლეგიაში“.  

ვიზიტი ასევე ნაყოფიერი აღმოჩნდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვისაც, ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრისას დაიგეგმა ნიკოლაოს კოპერნიკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტთან თანამშრომლობა.

საბაუნი ნიკოლაოს კოპერნიკის უნივერსიტეტთან 2018 წლიდან თანამშრომლობს, მიმდინარე ერასმუს+ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბაუნის პროფესორის მობილობა ტორუნის უნივერსიტეტში.

სრულად
საბაუნის ლექტორის მობილობა საფრანგეთში

სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, გიორგი მესხი Erasmus+ KA107 კრედიტების მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც ერთი კვირის მანძილზე ფრანგი სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები თემაზე: სამოქალაქო სამართლის ტრანსფორმაცია პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. გარდა ლექციებისა, პროფესორმა შეხვედრები გამართა ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში.

ფაკულტეტთან შეხვედრის დროს მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა / განხორციელების შესახებ.

„მობილობა, ზოგადად, ხელს უწყობს მონაწილე უნივერსიტეტების დაახლოებას და წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. შედეგად ხდება იდეების გაზიარება პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის თვალსაზრისით. მობილობა აგრეთვე განაპირობებს ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გაცნობა-დაახლოებას.

ხსენებული ვიზიტის მიზანი იყო აგრეთვე ქართული (და, ზოგადად, პოსტსაბჭოური) კანონმდებლობის აქტუალური საკითხების განხილვა ფრანგ კოლეგებთან ერთად და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა გამოთქვეს სურვილი ხსენებული პრობლემების შესახებ უფრო დეტალური დისკუსიის გამართვისა, მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებებიც: ლიონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების ვიზიტები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.“  - აღნიშნავს გიორგი მესხი მობილობის დასასრულს.

ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი საბაუნის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება ერთობლივი პროექტები, მათ შორის  Erasmus+ KA107, რომლის ფარგლებში გასულ აკადემიურ წელს განხორციელდა რამდენიმე სტუდენტისა და პერსონალის მობილობა. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე შესაძლებელია სტუდენტების გაგზავნა გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრის მანძილზე, სადაც სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის საფასურისაგან, როგორც მასპინძელ, ასევე მშობლიურ უნივერსიტეტში.

სრულად
სტუდენტური კონფერენცია ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტზე

20 დეკემბერს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა IV სტუდენტური კონფერენცია.

კონფერენციის მიმართულებები იყო:
საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები
ბიზნესისა და ტურიზმის რეგიონული ასპექტები
ინოვაციების როლი ბიზნესსა და ტურიზმში
მდგრადი განვითარების საკითხები
მეწარმეობა და სტარტაპები
და სხვა ბიზნესსა და ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

სტუდენტები წარდგენილი ნაშრომების ფარგლებსი შეფასდნენ რამდენიმე კრიტერუმით, გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომების ავტორები, რომლებიც საბაუნის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან საკუთარი ნაშრომების კრებულებითა და სხვა სიმბოლური საჩუქრებით. 

კონფერენციაში საბაუნის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი დაწესებულების სტუდენტები. 

სრულად

საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება საბაუნის ეთიკისა და ქცევის კოდექსი, რომლის ნახვა შეგიძლიათ დასახელებულ ბმულზე.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ეთიკისა და ქცევის კოდექსი

 

სრულად
კარდინალი პიეტრო პაროლინის ვიზიტი

29 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვია, რომელთან შეხვედრას ესწრებოდნენ საბაუნის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

 საპატიო სტუმარს მიესალმა უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, რომელმაც მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის როლზე და საქმიანობაზე „უნივერსიტეტი, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი საგანძური, რომელიც ჩემი, როგორც დამფუძნებლის თვალთახედვით, უნდა იყოს ადგილი თავისუფალი აზრის, თანაზიარების და  კულტურათა შორის ხიდის აგებისა“ -აღნიშნა დამფუძნებელმა და სიტყვა გადასცა უნივერსიტეტის რექტორს.

 პროფ. ვაჟა ვარდიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს გადატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად უნივერსიტეტში მობრძანებისათვის, „თქვენი მობრძანება განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენთვის, რაც გვეხმარება უკეთ გავიაზროთ  ჩვენი გამორჩეულობა და განსაკუთრებული პასუხიმგებლობა“. თავის სიტყვაში რექტორმა რეგიონში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოყო ოთხი განზომილება, რომელშიც უნივერსიტეტი საკუთარ მისიასა და მნიშვნელობას იცნობიერებს, ესენია: ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებისაკენ სწრაფვა, ათეისტური საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობა, ამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დახმარება, თანადგომა და კათოლიკე ეკლესიასთან ურთიერთობა და მეოთხე, ჩვენი, კათოლიკე ეკლესიისათვის თვითდამკვიდრება და იდენტობის განსაზღვრა. „ჩვენი უნივერსიტეტი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში სწორედ ქართული და ევროპული აკადემიური სივრცეების დაახლოებით და ამ ქვეყნისათვის კათოლიკე ეკლესიის საუნივერსიტეტო გამოცდილების შუამდგომლობით. (...)  ეს ყველაფერი რთული და საინტერესო გზაა, რადგან ამ გზაზე მრავლის ბიოგრაფია შედგება როგორც ქრისტეს მოწმე და ქრისტეს ერთგული. ამ გზაზე ყოველი თანადგომა და მხარდაჭერა მნიშნელოვანია ჩვენთვის... თქვენი აქ მობრძანებაც ერთგვარი გამხნევებაა და ერთიანობის მოწმობაა ჩვენთვის, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. ილოცეთ ჩვენთვის!“ (რექტორის სიტყვა ვრცლად).

ქრისტიანულ კონფესიათა შორის ურთიერთობაზე და ამ დიალოგში საბაუნის როლზე გაამახვილა ყურადღება მისასალმებელ სიტყვაში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გოჩა ბარნოვმა. „2019-2020 წლები იმდენად დატვირთულია, საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობების თვალსაზრისით, რომ, ცოტა არ იყოს და, მიჭირს კიდეც, რაიმე კონკრეტული მოვლენის გამოყოფა. ... ნება მიბოძეთ, მხოლოდ იმ ასპექტზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რასაც, ჩემი აზრით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ემსახურება და რის შედეგსაც მომავალში უკეთ ვიხილავთ.

მოგეხსენებათ, რომ მცირე ხნის წინ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს გავაცანით სასწავლებელში შექმნილი გარემო, ისტორია, სასწავლო გეგმა და სხვა სახის დეტალები, იგი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა და აღნიშნა კიდეც, თუ როგორი მისასალმებელი და დასაფასებელია მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს, თეოლოგებსა და სტუდენტებს შორის არსებული ასეთი თბილი და პროდუქტიული გარემოს არსებობა, რაც, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არაა. ეს ყოველივე ცხადყოფს ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც კონფენსიათა შორის არსებული ერთგვარი ხიდის, მეგობრობის ნიმუშის იდეას“ აღნიშნა პროფესორმა. (პროფ. გოჩა ბარნოვის სიტყვა ვრცლად).

კარდინალმა მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და მისასალმებელ სიტყვაში  უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ ეს უნივერსიტეტი უნდა გახდეს დიალოგის ნამდვილი ლაბორატორია. დიალოგი ვისთან? პირველ რიგში, კულტურასთან, დიალოგი თანამედროვე კულტურასთან. (...) ჩვენ ნათლად უნდა ვაჩვენოთ გამორჩეული აკადემიურ-სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც ძირფესვიანად სწვდება მეცნიერულობის კრიტერიუმებს, რომ რწმენა და გონება არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ისინი არ არიან დაპირისპირებულნი. და მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა პაპ ბენედიქტესა და პაპ ფრანცისკეს სიტყვებით „რწმენა და მეცნიერება არის ორი ფრთა, რომლებიც გვეხმარება ჭეშმარიტების მიღწევაში... ამ უნივერსიტეტმა (საბაუნიმ) უნდა გააგრძელოს დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია კულტურათა შორის დიალოგში“- დასძინა წმ. საყდრის სახელმწიფო მდივანმა და მსმენელებს პაპი ფრანცისკეს საშობაო მილოცვა და კურთხევა გადასცა. (კარდინალის სიტყვა ვრცლად)

 

დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა და წმ. საყდრის სახელმწიფო მდივანმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

შეხვედრის მსვლელობისას საბაუნის ფოლკლორულმა გუნდმა შეასრულა ტრადიციული ქართული საშობაო საგალობელი.

სრულად
სასწავლო ვიზიტი საქართველოს სააპელაციო სასამართლოში

სამართლის I, III და IV კურსის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მათ მოისმინეს ინფორმაცია სასამართლო სისტემის, მისი ფუნქციებისა და მოსამართლის როლის შესახებ.  გაეცნენ სააპელაციო სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკას.

დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები და  გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სრულად
საბაუნის ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის ცენტრის ორგანიზებით 26 დეკემბერს მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე - „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერიანებული სამეფოს სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მოხსენებები, რომლებიც საბაუნის სტუდენტებმა, პროფესორებმა და კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს.
სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018