გიორგი გორაძის ვიზიტი საფრანგეთსა და ესპანეთში

2019 წლის 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე პოს უნივერსიტეტის (University of Pau) მიწვევით იმყოფებოდა ქ. ბაიონასა (საფრანგეთი) და ბილბაოში (ესპანეთი). მან მონაწილეობა მიიღო პოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში ქ. ბაიონაში, რომლის თემატიკაც იყო „ადამიანის უფლებები, ევროპული ინტეგრაცია და საქართველო: მთავარი გამოწვევები“. სემინარი მიმდინარეობდა 2019 წლის 25-26 სექტემბერს. სემინარის სამუშაო ენები იყო ინგლისური, ფრანგული და ესპანური.

გიორგი გორაძემ სემინარის პირველ დღეს გააკეთა მოხსენება თემაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის „მე-16 ოქმის რატიფიცირება საქართველოს მიერ: ფორმალური აქტი თუ ადამიანის უფლებათა განმტკიცების რეალური შესაძლებლობა?“

სემინარის მეორე დღეს ბატონმა გიორგიმ სემინარის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელიც ეხებოდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც მან წარმოადგინა თავისი შეხედულებები და პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი გორაძე შეხვდა პოს უნივერსიტეტის ევროპული და საერთაშორისო კვლევების კოლეჯის (Collège 2EI „Études Européennes et Internationales“) დირექტორს, პროფესორ ფილიპ ზავოლის და კადიცის უნივერსიტეტის (University of Cadiz) საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, პროფესორ მიშელ რემის, რომლებმაც გამოთქვეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი.

გარდა ამისა, ბატონი გიორგი გორაძე ქალაქ ბილბაოში შეხვდა დეუსტოს უნივერსიტეტის (University of Deusto) სამართლის ფაკულტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გემა ტომას მარტინესს. ქალბატონმა მარტინესმა გულთბილი დახვედრა მოუწყო ბატონ გიორგის. მასპინძელმა დიდი სურვილი გამოხატა ითანამშრომლოს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან, როგორც ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ისე მის გარეთაც. მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და შემდგომ ნაბიჯებზე.

ბატონი გიორგი გორაძე ასევე შეხვდა ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (University of the Basque Country) სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ხუანა გოიზუეტა ვერტიზს, რომელმაც ასევე გამოთქვა საბაუნისთან თანამშრომლობის სურვილი. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე.

სრულად
ტრენინგი პერსონალისთვის

2019 წლის 29 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საბაუნის აკადემიურ, ადმინისტრაციულ და მოწვეულ პერსონალს, ჩაუტარდა ტრენინგი თემებზე, „აკადემიური პრეზენტაცია“ და „ციტირების ტექნიკა და სტანდარტი“.  ტრენინგი ჩაატარა უნივერსიტეტის  პრორექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დიმიტრი გეგენავამ. ტრენერმა შეხვედრაზე განიხილა ციტირების მეთოდები, მათი გამოყენების საჭიროება და აკადემიური პრეზენტაციის ჩატარების სტანდარტი.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგი ჩატარდა უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრეინინგების ციკლის ფარგლებში.

პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA2 პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (Sustainable Learner-centred Teaching Advanced Resources for China and Georgia /STAR/) ფარგლებში. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით რომელიც შეძენილ იქნა ამავე პროექტის ფარგლებში.

სრულად

 

შიდა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ: ლინკი

სრულად

შიდა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ: ლინკი

სრულად

შიდა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შედეგები იხილეთ ბმულზე (ნაწილი მეორე)

სრულად

 

შიდა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ: ლინკი

სრულად
 ვიზიტი ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში

1-5 ივლისს, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, შორენა პარუნაშვილი Erasmus+ ის პერსონალის მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც საქმიანი შეხვედრები ჰქონდა მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.

შორენა პარუნაშვილი: „ერთი კვირის მანძილზე მქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები ფრანგ კოლეგებთან, ერთმანეთს გავუზიარეთ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.

საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსთან, ბატონ ფრანკ ვიოლეტთან შეხვედრისას განვიხილეთ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების  პერსპექტივები და გზები, ასევე ვისაუბრეთ ჩვენი უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკასა და მათში პარტნიორობის როლზე. ჩვენდა სასიხარულოდ, უნდა აღვნიშნო, რომ საბაუნი ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის VIP პარტნიორების სიაშია, რაც ჩვენ თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდი სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელს და წამოვიღე სასიამოვნო სიახლეები. მიმდინარე აკადემიური წლიდან საბაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ ისწავლონ ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის ბიზნესის, თეოლოგიისა და სამართლის ფაკულტეტებზე. ეს სამივე სფერო უნივერსიტეტის ძლიერი მიმართულებებია და ვიმედოვნებ, ბევრი სტუდენტი ისარგებლებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობით.

Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობით ჩვენს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა უფრო აქტიურ ფაზაზე გადავიდა და მომავალში ბევრი ახალი ერთობლივი პროექტი გველის წინ“.

ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი საბაუნის სტრატეგიული პარტნიორია და  Erasmus+ KA107 ICM პროგრამით 2018-2019 წლიდან ვთანამშრომლობთ, ამ პროექტის ფარგლებში საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა, ნელი გოგინავა და მარიამ კუტალაძემ უკვე გაიარეს ერთი სემესტრი, ხოლო მომავალი სემესტრიდან კიდევ ერთ სტუდენტს მიეცემა შანსი მოიპოვოს Erasmus+ გრანტი და ისწავლოს საფრანგეთის ამ ულამაზეს ქალაქში. გარდა სტუდენტებისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა როგორც საბაუნიდან ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ასევე, პირიქით.

საბაუნი  Erasmus+ KA107 ICM პროგრამაში 2015-2016 სასწავლო წლიდან მონაწილეობს და ამ დროის განმავლობაში ათეულობით სტუდენტმა და პერსონალმა მიიღო მონაწილეობა მასში.

სრულად

2019 წლის 15 მაისის  №64-19 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი  საკონკურსო კომისიის (ბრძ. №75-19; 24.06.2019; ოქმი №01-19;  24.06.2019), გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 25 ივნისის 78-19 ბრძანებით  დაინიშნონ აკადემიურ თანამდებობაზე:

  1. ნინო ლიპარტია არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კერძო სამართლის მიმართულებით;
  1. ნინო ოხანაშვილი არჩეულ იქნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
  1. გიორგი სიორიძე არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე  საჯარო  სამართლის  მიმართულებით;
  1. პარამჯიიტ სინგჰ ბერვალ არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კერძო სამართლის  მიმართულებით;

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

  25.06. 2019 წ.

ბრძანება 78-19

სრულად
კრაკოველი კოლეგები საბაუნიში Erasmus+ პროგრამით

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტის დელეგაციას საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებიდან, პროფ. იოსებ სტალა, ვიცე რექტორი საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, იოვან ბაკი სამეცნიერო კვლევითი და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის უფროსი და პროფ ელჟბეტა ოსევსკა, თეოლოგიის დოქტორი.

ერთი კვირის განმავლობაში (13-22 მაისი 2019 წელი) კრაკოველმა კოლეგებმა შეხვედრები გამართეს საბაუნის ადმინისტრაციასთან, რექტორთან, ვიცე რექტორთან, ფაკულტეტების დეკანებთან და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც შეაფასეს არსებული თანამშრომლობა, გამოწვევები, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლო გზები.

„ერასმუს+ არის საუკეთესო საშუალება ახალი კონტაქტების შესაძენად აკადემიურ სფეროში მოღვაწე პერსონალთან, ახალი იდეებისა და პერსპექტივების განსახილველად“ - განაცხადა იოსებ სტალამ შეხევდრის დროს და დაგვპირდა სრულ მხარდაჭერას და თანადგომას სამომავლო თანამშრომლობაში.

ვიზიტი ფარგლებში პროფ. ელჟბეტა ოსევსკამ ჩაატარა საჯარო ლექცია საბაუნის სტუდენტებისათვის.

საბაუნი კრაკოვის უნივერსიტეტთან წლებია თანამშრომლობს, როგორც ერასმუს+ ით, ასევე ერთობლივი პროექტების ფარგლებში. 2018 წელს კრაკოვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შედგა პროექტი სტუდენტური კონფერენცია მიგრაციის შესახებ, რომლის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები იმყოფებოდნენ ერთკვირიანი ვიზიტით კრაკოვში და ასევე, პოლონელი სტუდენტები სტუმრობდნენ საბაუნის. კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები გამოიცა კრებული სახით ინგლისურ ენაზე.  

სრულად
 Erasmus+ KA107 საერთაშორისო კრედიტ მობილობის შედეგები

საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა, ია კიწბაბაშვილმა (სამაგისტრო პროგრამა) და ლარისა ჭკადუამ (საბაკალავრო პროგრამა) მოიპოვეს Erasmus+ სასწავლო გრანტი და 2019-2020 წელს თითო სემესტრს გაივლიან ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018