საერთაშორისო კონფერენცია „ერთნი ნათლობაში“

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, მ. გაბრიელე ბრაგანტინიმ და თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, მარიამ დოღონაძემ მონაწილეობა მიიღეს ვენაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციასა და სტუდენტურ კვირეულში, რომელიც 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ჩატარდა იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტურ სახლში (ვენა, ავსტრია).

საღვთისმეტყველო კონფერენციისა და სტუდენტური კვირეულის სამუშაო თემა იყო – „ერთნი ნათლობაში“. კონფერენციასა და სტუდენტურ კვირეულში მონაწილეებს ოფიციალური წერილით მიესალმა ემერიტუსი პაპი ბენედიქტე XVI.

კონფერენციისა და კვირეულის თემა იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის არსებული პრობლემები/უთანხმოება, აქცენტი გაკეთდა „გადანათვლის პრაქტიკაზე“, არსებული სიტუაცია და ეკლესიების პოზიციები ამ თემასთან დაკავშირებით. მ. გაბრიელემ გააკეთა მოხსენება თემაზე: რატომ წერია მრწამსში „ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა“?! კონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ თეოლოგები და თეოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტები გერმანიიდან, ირლანდიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

კონფერენციაზე გამომსვლელთა მოხსენებები იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტური სახლის მიერ ქართულ და გერმანულ ენებზე გამოიცემა.

„მადლიერი ვარ, რათა მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ასეთი მაღალი დონის შეხვედრაში და მესაუბრა პრობლემურ თემაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პროფესორებთან და სტუდენტებთან. ვფიქრობ, ასეთი სახის შეხვედრები და საერთო მიგნებების ძიება ხელს შეუწყობს კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხიდჩატეხილობის აღდგენასა და ერთმანეთთან დაახლოებას“ - მარიამ დოღონაძე, საბაუნის სტუდენტი.

რიგით მეორე ქართულ-გერმანულ საღვთისმეტყველო კონფერენცია ვენის იოანე დამასკლელის სახელობის სტუდენტური სახლის დამფუძნებლების თეოლოგიის დოქტორის, გივი ლომიძესა  და პროფესორი მიხაელა ჰაშთეთერის ორგანიზებით გაიმართა.

ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია და სტუდენტური სასწავლო კვირეული მომავალ წელსაც გაიმართება.

სრულად
საბაუნის პროფესორი ლოძის უნივერსიტეტში

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის აფილირებულმა პროფესორმა, დიმიტრი კობახიძემ 13-17 აპრილს მონაწილეობა მიიღო Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლის პროექტში, რომლის ფარგლებში ლექციები ჩაატარა ქალაქ ლოძის სოციალური მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და კლარკის უნივერსიტეტებში.  ვიზიტის შესაფასებლად პროფ. დიმიტრი კობახიძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით:

ბატონო დიმიტრი,  როგორ შეაფასებდით ამ ერთ კვირიან ვიზიტს?

 ამ პროგრამა  მომცა საშუალება გავცნობოდი ჩემს პოლონელ კოლეგებს და  დამემყარებინა მათთან ძალიან კარგი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები. ძალიან საინტერესო იყო მათთან სწავლების მეთოდების საუნივერსიტეტო გამოცდილებისა თუ ზოგადად შეხედულებების გაზიარება. ამასთანავე, ძალიან მაინტერესებდა თავად პოლონეთის ნახვაც და ლოძმა - თავისი მყუდროებით, სიჩუმით, გემრიელი სამზარეულოთი დახვეწილი მაღაზიებითა თუ გართობის სისტემით ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროგრამები (ერასმუს+ და ასევე გაცვლითი პროგრამები) სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის? გამგზავნი უნივერსიტეტისათვის?

მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა განათლება ლოკალური მასშტაბის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იყო გამიზნული მხოლოდ. დღევანდელი კურსდამთავრებულები უკვე თამამად შეიძლება მოვიაზროთ, როგორც საერთაშორისო მასშტაბით საკადრო საჭიროების საპასუხო კანდიდატებად. რაც თავის მხრივ სრულფასოვანი, უნივერსალური და გლობალურად მისაღები ცოდნის სტანდარტების დანერგვას მოითხოვს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის რაც შეიძლება მეტი საერთო გადაკვეთის წერტილების მონახვა, მეტი კონტაქტების შექმნა და ამ გზით უფრო მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობის განპირობება.

ურჩევდით თუ არა სხვას Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას და რატომ?

აუცილებლად ვურჩევდი. იმიტომ, რომ რაც მეტად გაიცნობს ნებისმიერი ადამიანი მისივე სპეციალობის ირგვლივ სხვა და სხვა გარემოებებისა და კულტურის წიაღში კოლეგათა მიდგომებსა და მეთოდებს - მით მეტი მასალა ექნებოდა იმაზე ფიქრისათვის თუ რას გადმოიღებდა მათი უნარებიდან საკუთარი შესაძლებლობების სიაში, ან საკუთარი უნივერსიტეტის გასაუმჯობესებლად - უცხოური უნივერსიტეტების მაგალითიდან. და პირიქით, თუ რა არის ის კონკრეტული ასპექტი, რაც მას ან მის უნივერსიტეტს ამა თუ იმ დარგში თავის საზღვარგარეთელი კოლეგების ფონზე უპირატეს პოზიციაში მოაქცევდა, რომ ეს მახასიათებლები კიდევ უფრო დაეხვეწა და გაეძლიერებინა, რაც ყოველთვის პროგრესულობისა და ინოვაციურებისაკენ იქნებოდა მიმართული.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2015-2016 წლიდან არის ჩართული  Erasmus+ KA107 პროგრამაში, რომლის ფარგლებში ყოველ წელიწადს ხდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

სურათზე, მარცხნიდან: იოანნა შჩეშინსკა (ლოძის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ადამ ბედნარეკი (კლარკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი), დიმიტრი კობახიძე.

სრულად

 

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ დაინტერესებულ  პირს შეუძლია საკუთარი შენიშვნების და მოსაზრებების გადმოგზავნა წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე.

სკონტაქტო ინფორმაცია: 

  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  • კ.ქუთათელაძის 3, თბილისი, საქართველო.

დეტალურად პროექტის შესახებ: 

სრულად

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მოიპოვა წვდომა მსოფლიოში აღიარებულ,  უმსხვილეს ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე - ელსევიერის ბაზებზე.

ელექტრონული ბიბლიოთეკა 5 მილიონ ჩანაწერს მოიცავს. მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. „ელსევიერის“ ბაზა შესაძლებელს გახდის ასევე ციტირებისა და სხვა ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებას.

წვდომა გაიხსნა ელსევიერის შემდეგ ბაზებზე :

  • Scopus
  • Science Direct
  • Scival Funding(Funding Institutional).

Scopus

ბაზებზე წვდომის მიზნით, მიყევით და დარეგისტრირდით  ბმულზე  http://www.scopus.com.

წვდომის გზამკვლევის სანახავად  მიყევით ბმულს https://www.elsevier.com/solutions/scopus

ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს https://service.elsevier.com/app/answers/detail/a_id/17532/

Science Direct

რესურსებზე წვდომის მიზნით მიყევით და დარეგისტრირდით ბმულზე     https://www.sciencedirect.com/ 

წვდომის გზამკვლევის სანახავად  მიყევით ბმულს http://www.elsevier.com/solutions/sciencedirect/support 

ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს support center overview page

Scival Funding(Funding Institutional)

წვდომის მიზნით, მიყევით  და დარეგისტრირდით ბმულზე   https://www.fundinginstitutional.com  

რესურსებზე წვდომის გზამკვლევის სანახავად მიყევით   ბმულს: https://www.fundinginstitutional.com

ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს  support center overview page  

აღნიშნულ ბაზებზე წვდომა უნდა განახორციელოთ უნივერსიტეტის  IP  მისამართებიდან!

უნივერსიტეტი მადლობას უხდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს თანამშრომლობისთვის!

სრულად
02 მაისი
Free Market Road Show
Free Market Road Show

2019 წლის 13 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-11 საერთაშორისო კონფერენციას FREE MARKET ROAD SHOW. Europe at a crossroads – Reinventing Freedom 30 Years After the Wall.  კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება მარტიდან მაისის ჩათვლით ევროპისა და კავკასიის 30 ქალაქში გამოჩენილი მეცნიერების, ბიზნესმენების, დიპლომატების, სხვა ოფიციალური პირების, სტუდენტების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

თბილისში კონფერენცია  ჩატარდა საბაუნის  ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის და  "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" და ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის  ორგანიზებით. კონფერენცია გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ვაჟა ვარდიძემ. კონფერენციის ძირითად პანელებს წარუძღვნენ ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამთა მიქაბერიძე და უნივერსიტეტის აფილირებლი პერსონალი გიორგი ჩხიკვაძე. ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკოე.

კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს ევროპულ ღირებულებებზე, ღია საზღვრებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ლიბერალიზმის მნიშვნელობას, კანონის უზენაესობას, ბრექსიტს, სახელმწიფოს როლს მონეტარულ სისტემასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ძირითადი საერთაშორისო მომხსენებლები იყვნენ სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროში მოღვაწე პირები:

პროფ. ქრისტოფერ ლინგლი (აშშ) აზიის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (AIDIA-კატმანდუ) საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური მრჩეველი, გლობალიზაციის ინსტიტუტის (ბრიუსელი) აკადემიურ მრჩეველთა საბჭოს წევრი.  

პროფ. რიჩარდ თეზერი (დიდი ბრიტანეთი) ბრიტანული ოფშორის საგადასახდო სისტემის წამყვანი სპეციალისტი.

 კაი ვაისი (გერმანია), ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის კვლევების კოორდინატორი და “Hayek Institute-ს“ ბორდის წევრი.

თომას ბაჩაიმერი, European Goldstandard Institute ის პრეზიდენტი, აქვს დუბლინის, მიუნხენისა და ვენის საფონდო ბირჟებზე მუშაობის დიდ გამოცდილება

ფედერეკო ფერნანდესი (არგენტინა), „Fundación Internacional Bases-ს“ პრეზიდენტი და ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის წევრი.

ვ.ხაჩატურიანი (სომხეთი), ერევანის ყოფილი მერი.

მოხსენებით წარსდგენენ ასევე საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფ. ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია,  საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, ახალი ეკონომიკური სკოლის ექსპერტები გია ჯანდიერი, პაატა შეშელიძე.

 

 

კონფერენცია გაგრძელდა  აქტიური  დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტების მონაწილეობით.  

კონფერენციის მხარდამჭერია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი

სრულად
ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პერსონალისათვის

2019 წლის 10 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელსაც უძღვებოდნენ საბაუნის პროფესორები და ტრენერები ეკატერინე ნაცვლიშვილი და გვანცა აბდალაძე. ტრენერებმა ყურადღება გაამახვილეს სწავლების შემდეგ ხუთ მეთოდზე: დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. ტრენინგზე პრაქტიკული მაგალითების განხილვით, მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლეს განათლებაში კომპეტენციის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელობაზე.

ტრენინგ მოდული „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“ შემუშავდა Erasmus+ KA2  პროექტის, „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR)“  ფარგლებში, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პროექტში ჩართული ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა სახელმძღვანელო, სადაც თავმოყრილია ვრცელი ინფორმაცია თითოეული მეთოდის შესახებ, ასევე საინტერესო გამოცდილების მაგალითები თითოეულ მეთოდთან მიმართებით.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაფუძნდა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალისათვის პროფესიული კუთხით საინტერესო და საჭირო ტრენინგების შეთავაზება და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

პროფესიული განვითარების ცენტრი სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი ტიპის ტრენინგების შეთავაზებას, როგორც საბაუნის პერსონალის, ასევე გარე დაინტერესებული პირებისათვის.

პროექტი STAR მესამე წელია რაც მიმდინარეობს, სახელმძღვანელოსა და ტრენინგ მოდულის შემუშავებაში გამოყენებულია შემდეგი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება: მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი, კოორდინატორი), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი), კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია), კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯი (დანია)

სრულად

01 მარტის  №37-19 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი  საკონკურსო კომისიის (ბრძ. №56-19; 10.04.2019; ოქმი №01-19; 11.04.2019), გადაწყვეტილების საფუძველზე:

სრულად
STAR პროექტის შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტში

2019 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, შორენა პარუნაშვილი და ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი, ნათია შეყილაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთი), რომელმაც უმასპინძლა საერთაშორისო პროექტის „STAR” რიგით მე-6 შეხვედრას. შეხვედრას ესწრებოდა პროექტში ჩართული ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების ერთმანეთისათვის გაცნობა, გამოცდილებისა და საინტერესო პრაქტიკის გაზიარება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა.

ნათია შეყილაძე, ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი ასე აფასებს ამ შეხვედრას: “პროექტის შეხვედრა ბრნოში განსხვავებული იყო წინა შეხვედრებისგან, რადგან ამ ეტაპზე პარტნიორმა ქვეყნებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები გავუზიარეთ

ერთმანეთს. ქართულმა და ჩინურმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს საკუთარი მოდელი, პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, როგორ ჩამოაყალიბეს პროფესიული განვითარების ცენტრი უნივერსიტეტში, მისი სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულები. პროფესიული განვითარების ცენტრი მიზნად ისახავს პროექტის ძირითადი შედეგის მიღწევაში ხელშეწყობას, რაც სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას გულისხმობს. მოცულობითი იყო ლექტორების გადამზადების კუთხით ორივე პარტნიორი ქვეყნის მიერ განხორციელებული აქტივობები. ჩატარებული ტრენინგები ზრდის ლექტორების მიერ სასწავლო პროცესში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას. ივნისის თვეში კი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყნებით მიღებულ შედეგებს გავუზიარებთ ერთმანეთს” .

შორენა პარუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი: „მასარიკის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ ვისაუბრეთ პროექტით გათვალისწინებულ და განხორციელებულ ღონისძიებებზე. პროექტის მიზანი, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე არის თანამედროვე სწავლების მეთოდების (სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდების) ცნობადობის ამაღლება საზოგადოებაში და მისი დანერგვა სასწავლო პროცესში. ევროპის უნივერსიტეტებში დიდი ხანია რაც ეს მეთოდები დანერგილია და წარმატებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის გამოყენებით, მაშინ როდესაც საქართველოსა და ჩინეთში განსხვავებული რეალობა გვაქვს. ორივე ეს ქვეყანა ამ მეთოდების გაცნობისა და იმპლემენტაციის საწყის ეტაპზეა. საინტერესო იყო ჩინური მხარის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, მათი ხედვები ამ მეთოდების დანერგვისა და მდგრადობის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ ონლაინ პლატფორმის შესახებ, რომელზეც განთავსდება როგორც სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე ინფორმაციები ცალკეული მეთოდების შესახებ, ონლაინ წყაროების მითითებით. პლატფორმაზე ასევე შესაძლებელი იქნება ფორუმის ტიპის კითხვა/პასუხები, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური პირებისაგან (ევროპელი პარტნიორებისაგან და არა მარტო). ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე სემესტრის დასასრულს.“

შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებები: ქალაქის ტური, მიწისქვეშა ლაბირინთი და მენდელის (გენეტიკის ფუძემდებელის) მუზეუმის მონახულება.

Erasmus+ აქტივობა 2 ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR “Sustainable Learner Centered Teaching – Advance Resource for Georgia and China) 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების სახელმძღვანელო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხუთ მეთოდზე: ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენებზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. სახელმძღვანელოში გარდა მეთოდების აღწერისა, მოყვანილია საუკეთესო მაგალითები აღნიშნულ მეთოდებზე.

მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც ყველა მხარე წარმოადგენს ანგარიშს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მეთოდების დანერგვის გამოცდილებას.

სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე

სრულად
სამუშაო შეხვედრა თეოლოგიის პროგრამების აკადემიური პერსონალთან

2019 წლის 20 თებერვალს საბაუნის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე აკადემიურმა პერსონალმა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსთან, ნათია შეყილაძესთან ერთად განიხილეს აკრედიტაციის სტანდარტების ძირითადი სიახლეები. ასევე, ჩატარდა ჯგუფური მუშაობა პროგრამისა და სილაბუსების შედგენის მეთოდიკაზე. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია პრობლემურ საკითხებზე.
პროფესიული განვითარების ცენტრი ერასმუს+ აქტივობა 2 ის პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ ფარგლებში დაფუძნდა. ცენტრის მიზანია აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. საბაუნი აკადემიურ პერსონალს პერიოდულად შესთავაზებს მსგავს ტრენინგებს.

სრულად
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - ტრენინგი აკადემიური პერსონალისათვის

2019 წლის 16 თებერვალს საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელიც Erasmus+ აქტივობა 2 ით დაფინანსებული პროექტის “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგის ორგანიზატორია ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნებული პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა: პირველი ნაწილი დაეთმო უშუალოდ ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტში ჩართული საბაუნის აკადემიური პერსონალი: ქალბატონი ეკატერინე ნაცვლიშვილი და ქალბატონი გვანცა აბდალაძე, რომელთაც ისაუბრეს სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, ინოვაციურ მიდგომებზე და მათ საჭიროებებზე, ხოლო ღონისძიების მეორე ნაწილი უშუალოდ სამუშაო შეხვედრებს დაეთმო, რომელთაც უძღვებოდნენ გასული წლის ოქტომბერში პროექტით დაგეგმილ ტრენერთა ტრენინგში მონაწილე აკადემიური პერსონალი. ვორქშოპების დროს მონაწილეემბა განიხილეს საკუთარი სწავლების მეთოდები, გაიზიარეს სხვათა გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
ტრენინგი დაფუძნებული იყო პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოს „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები“, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე. სახელმძღვანელოს სანახავად დააკლიკეთ აქ.
დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018