ტრეინინგი თემაზე “თანამედროვე მეთოდები ენის სწავლებაში“

2019 წლის 15 თებერვალს უნივერსიტეტში პროფესიული განვითარებისა და უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელობით უცხო ენების ლექტორებისათვის ჩატარდა ტრეინინგი თემაზე “თანამედროვე მეთოდები ენის სწავლებაში“.

ტრეინინგს უძღვებოდა ავსტრალიელი ლექტორი, პროფესორი ჯეიმს ქემფბელ ფერნი.

ტრენინგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა.

პირველ ნაწილში ტრენერმა ისაუბრა შემდეგ თემებზე:

  • 1. Second language acquisition theory and examples; Passive vs active vocabulary
  • 2. Thinking in English
  • 3. The letter V, pronunciation skills
  • 4. Developing tone

ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო შემდეგი თემების განხილვას:

  • 1.Teacher talk time
  • 2. Using different media; Icebreakers, skits, role plays
  • 3. Classroom management
  • 4. Interjections and filler words
  • 5. Academic reading skills 

დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სრულად
სამუშაო შეხვედრები კვიპროსში

2019 წლის 8-12 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა კვიპროსში, ლარნაკაში. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უნივერსიტეტის მიმდინარე საკითხები, დასახეს სამოქმედო სტრატეგია და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ფორმატში ჩამოყალიბდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო გუნდი, რომელიც შემდგომშიც აქტიურად განაგრძნობს ფუნქციონირებას და უნივერსიტეტის პრობლემატურ საკითხებზე მუშაობას. 

სრულად

აკრედიტაციის საბჭოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამამ 7 წლიანი უპირობო აკრედიტაცია მიიღო !!!

სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელ ცენტრთან

14 იანვარს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელ ცენტრთან.

თანამშრომლობის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები შეღავათიანი პირობებებით ისარგებლებენ მოსამზადებელ კურსებზე.

ყველა საჭირო ინფორმაცია კურსების შესახებ განთავსდება საბაუნის საიტზე, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მიმდინარე საკითხებს და დაგეგმონ რომელია მათთვის ხელსაყრელი დრო და კურსი.

ინფორმაცია კურსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: ლინკი 

სრულად
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

27 დეკემბერს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ შეაჯამა გასული სემესტრის აქტივობები, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და სტუდენტებს მეტი ჩართულობისაკენ მოუწოდა.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა საბაუნის რექტორმა და პრორექტორმა, ასევე სამოტივაციო მიმართვით წარსდგნენ ფაკულტეტის აფილირებული პროფესორები.

ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ საბაუნის კურსდამთავრებულები, გაიმართა ფაკულტეტის ორი პროექტის მარათონისა "Business Solution" და ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენციის დაჯილდოების ცერემონია.

 

სრულად
სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

დასრულდა საბაუნის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის.

პროექტი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატი.

ფინალურ ეტაპი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი,
საუკეთესო ადვოკატი
და პროკურორი,
რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

აღნიშნული სტილის პროექტები მომავალშიც აუცილებლად განხორციელდება.

პროექტის ავტორები და ორგანიზატორები იყვნენ საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები გაგი ჩოხელი (ბაკალავრი IV კურსი) და გიორგი ბჟალავა (მაგისტრატურა II კურსი).

სრულად

საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით 22 დეკემბერს ჩატარდა რიგით მეორე სტუდენტური კონფერენცია
თემაზე: ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.

კონფერენციის დასრულებისას გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

სრულად
კონფერენცია - თემაზე: კონფლიქტის ტრანსფორმაცია და სამშვიდობო პროცესები

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 24 დეკემბერს - ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
➡ თემაზე: „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და სამშვიდობო პროცესები“

კონფერენციაზე მონაწილეობდნენ როგორც საბაუნის ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ პოლიტიკის მეცნიერებების ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა:
- პოლიტიკური ძალადობა,
- ეთნიკური და სამოქალაქო კონფლიქტები;
- მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და გადაჭრის ალტერნატიული გზების პოვნა და სხვ.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

სრულად
პროფესიული განვითარების ცენტრის სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა

2018 წლის 20 დეკემბერს, საბაუნის პროფესიული განვითარების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, STAR პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს ოქტომბერში, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და დასახეს სამომავლო გეგმები. 2019 წლის იანვარში საბაუნის ყველა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდება ტრენინგი, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ზოგადად STAR პროექტს და მის ფარგლებში შემუშავებ სახელმძღვანელოს, ხოლო შემდეგი დღე დაეთმობა ვორქშოპებს, სადაც აკადემიური პერსონალი გადანაწილდება მიმართულებების მიხედვით. ვორქშოპებზე დეტალურად იქნება განხილული სწავლების რამდენიმე მეთოდი, რომლებიც მეტ-ნაკლებად სიახლეა ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობისათვის. ტრენინგებს ჩაატარებენ ოქტომბერში გამართულ ტრენერთა ტრენინგში მონაწილე აკადემიური პერსონალი და ასევე, პროექტში ჩართული პროფესორები.
პროფესიული განვითარების ცენტრი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა პროექტის ფარგლებში და მისი მთავარი მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მომავალი წლიდან ცენტრი საბაუნის პერსონალს არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

სრულად
საბაუნის სტუდენტები ნატოს სამეკავშირეო ოფიცერმა დააჯილდოვა

17 დეკემებრს საბაუნის სტუმრად ეწვია ნატოს სამეკავშირეო ოფიცერი გინტარას ბაგდონანსი.
მან საბაუნის სტუდენტებს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავჯდომარე, პროექტის კოორდინატორ ნატო ბაჩიაშვილთან და პროექტის ექსპერტ, საბაუნის ლექტორ არინა თავაქარაშვილთან ერთათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოვდნენ ის სტუდენტები რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშირისო ცენტრის პროექტიში "NATO-ს წარმატებული ისტორია" .
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს და საქართველოს სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს. პროექტი დაფინანსებულია NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.

სტუმრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ვაჟა ვარდიძემ.

აღნიშნული პროექტი გაზაფხულზეც ქტიურად გაგრძელდება საბაუნის სტუდენტებისთვის.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018