აკადემიური საფეხური: მაგისტრატურა
- სპეციალობა: ბიზნესი ადმინისტრირება
- ტესტი საერთო სამაგისტრო გამოცდა: B ტიპი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (124 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2250 ლარი - პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო პაპაჩაშვილი
პროგრამის უპირატესობა:
- - საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარების შეძენა
- - ყველა სტუდენტისთვის გარანტირებული პრაქტიკა წარმატებულ კომპანიებში
- - ექსკლუზიური სასწავლო კურსები
- - გაცვლითი პროგრამები (იხ. უნივერსიტეტების ჩამონათვალი)
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ამერიკული და ევროპული წამყვანი ბიზნეს სკოლების სამაგისტრო პროგრამების მოდელზეა აგებული.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარების დაუფლების შესაძლებლობას.
პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ პრაქტიკული ქეისებით, ბიზნეს სიმულაციებით, რომლებიც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მოდელის ანალოგია. პროგრამა არის 124 კრედიტიანი და მოიცავს, როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო საგნების ფართო არჩევანს ბიზნესის სფეროს ძირითად მიმართულებებში (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი). უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დამატებითი კრედიტის გამოყენების საშუალებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი ერთ საგანს უფასოდ შეისწავლის.
საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მაგისტრატურის მეორე კურსზე გაემგზავრონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი), როგორიცაა ლიონის უნივერსიტეტის ESDES ბიზნეს სკოლა, ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი, ა.შ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის ვიზიტორი უცხოელი პროფესორებიც.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორები