აკადემიური საფეხური: მაგისტრატურა
- სპეციალობა: თეოლოგია
- ტესტი საერთო სამაგისტრო გამოცდა: A ტიპი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 1500 ლარი
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში
- პროგრამის ხელმძღვანელი: თეიმურაზ ბუაძე
- პროგრამის ხელმძღვანელი: თეიმურაზ ბუაძე
- ცოტარამ პროგრამის ხელმძღვანელის შესახებ: აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10- ამდე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში (საქართველო, თურქეთი, უნგრეთი, შვეიცარია),
გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი შრომა ქართულ და ფრანგულ ენებზე.
პროგრამის უპირატესობები:
2019-2020 სასწავლო წელს საბაუნის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ საფრანგეთში სრული დაფინანსებით (საჭიროა ფრანგული ენის ცოდნა)
- - ექსკლუზიური პროგრამა (პროგრამაში კომბინირებულია ძირითადად თეოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ხელოვნება და ჟურნალისტიკა)
- - საშუალება თეოლოგია ისწავლო, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და არა, სასწავლო კურსი
- - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები/კურსები სწავლის პროცესში
- - სწავლის შესაძლებლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში (იხ. ლინკი)
- - ექსკლუზიური FUCE-ს სასწავლო გრანტი (იხ. ლინკი)
პროგრამის მიზანი:
- გაეცნოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას სოციალურ საკითხებთან მიმართებით; სოციალური სწავლების ბიბლიურ საფუძველს და ისტორიულ განვითარებას; ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოდელებს. გააცნობიეროს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედების შედეგები, რის საფუძველზეც შეძლებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რელევანტური პრობლემატკის იდენტიფიცირებას, ეკლესიის სოციალირი მოძღვრების იმპლემენტაციას
- ღრმად შეისწავლოს ღვთაებრივი გამომხსნელობითი განგებულების მართლმადიდებლური კონცეფცია პროტესტანტიზმის სოტერიოლოგიურ ტრადიციასთან შედარების კონტექსტში; შეისწავლოს გამოცხადებისა და თეოლოგიური ენის ურთიერთმიმართება და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია და სპეციფიკა. გაეცნოს მთავარ ტრინიტარულ კონცეფციებს და მათი ჩამოყალიბების ისტორიული კონტექსტს
- იცოდეს თანამედროვე ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები და მათი კონცეფციები
- სიღრმისეულად გააანალიზოს სხვადასხვა თეოლოგიური პრობლემა და აკადემიური წერის ტექნიკის საშუალებით, შეძლოს თეოლოგიურ საკითხებზე აკადემიური კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.